მთავარი ციტატა

“არ უნდა ვიჩქაროთ შეზღუდვების ბოლომდე მოხსნა”- რას ამბობს თამარ გაბუნია

“ჯერჯერობით ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და არ უნდა ვიჩქაროთ შეზღუდვების ბოლომდე მოხსნა და სწორედ ამას ემსახურება შემდეგი ერთი თვე. თქვენ იცით, რომ პირველ თებერვლამდე არის კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გაგრძელდეს შეზღუდვების პირობებში ცხოვრება და ოპერირება და შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, ეპიდემიური სურათიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას.”

თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

ამის შესახებ თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.

იხილეთ შეზღუდვების სრული ჩამონათვალი. 

 

იტვირთბა....