“გახარიამ ელ.ენერგიის ტარიფის ზრდას 2021 წელს მოქალაქეები ვერ იგრძნობენო.
დავასუბსიდირებთო. ანუ, ადამიანურ ენაზე რომ ვთარგმნოთ: თქვენ ხართ სულელები, გადასახადებს წაგართმევთ, მერე მაგ გადასახადებით ელ.ენერგიის საფასურის ნაწილს გადაგიხდით, და რადგან სულელები ხართ ვერ მიხვდებით რომ ისევ თქვენთვის წართმეული ფულით ვაკეთებთ მაგასო. ამიტომ “ვერ იგრძნობთო”
ზურაბ ჯაფარიძე =- “გირჩის” ლიდერი
ცნობისთვის, ელექტროენერგიასა და წყალმომარაგებაზე ტარიფი გაძვირდა. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობა ელექტროენერგიაზე გაზრდილ ტარიფს სრულად დაუსუფსიდირებს იმ ოჯახზე, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 300 კილოვატზე ნაკლები იქნება.