„მარეგულირებელმა კომისიამ გაითვალისწინა აბსოლუტურად ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჩემი მხრიდან იყო წარდგენილი“, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარფიაშვილმა განაცხადა.
როგორც მან „კურიერის“ ეთერში განმარტა,სემეკმა თავისი ინიციატივით არ ჩათვალა საჭიროდ მთელი რიგი ისეთი დანახარჯები, რომელიც მიიჩნია, რომ არ იყო აუცილებელი კომპანიის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ან სათანადო მომსახურების მისაწოდებლად.
„ჯამში, რომ გითხრათ თანხობრივად, “თელასის” შემთხვევაში 16 მილიონი ლარი ამოირიცხა ასეთი დანახარჯებიდან, ხოლო “ენერგო-პროს” შემთხვევაში, 12 მილიონი ლარი. ამიტომაც, აბსოლუტურად მესმის კომპანიების გაღიზიანება და ის არგუმენტი, რომ არ არის ტარიფი სწორედაც იმ შემადგენლობის, რა შემადგენლობისაც უნდა იყოს. მაგრამ, მარეგულირებელმა კომისიამ, ვფიქრობ, რომ მიიღო სწორი გადაწვეტილება ამ შემთხვევაში და ის დანახარჯები, რომელიც აუდიტთან ერთად არ ჩათვალა საჭიროდ, აბსოლუტურად ამორიცხა და მიუხედავად ამისა, ტარიფი მივიღეთ მაინც ამ რაოდენობის.
ვერ ვიტყვი იმას, რომ ტარიფის ზრდა არ იქნება მტკივნეული. ნებისმიერი ზრდა, თუნდაც იყოს ის ერთთეთრიანი, რა თქმა უნდა, უარყოფითია მომხმარებლებისთვის. უარყოფითად აისახება მათ ინტერესებზე და ნებისმიერ შემთხვევაში ხარჯებს ზრდის, მითუმეტეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში. თუმცა მე უბრალოდ ვაკეთებ შეფასებას, თვითონ მარეგულირებელი კომისიის მხრიდან, დაირღვა თუ არა რაიმე, ან გააკეთა თუ არაა რაიმე მარეგულირებელმა კომისიამ. რა თქმა უნდა, ეს მატერიალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახებოდა. სწორედ ამიტომაც შემოგვთავაზა მთავრობამ სუბსიდირების პროგრამა,” – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა და დასძინა, რომ სუბსიდირების პაკეტი მთავრობის მიერ არის აბსოლუტურად ნორმალური, სწორად ნაფიქრი და გათვლილი.
„ჯამში 1 700 000 მომხმარებლიდან სუბლისდირება ეხება 1 650 000-ს, რაც არის 96% მომხმარებლების. სუბსიდირებაში ვერ ჩაჯდა მხოლოდ მესამე საფეხურის მომხმარებლები, რომლებიც თვეში სამას კილოვატ საათზე მეტს ხარჯავენ. ასე რომ ეს არის მხოლოდ 66 000 ასეთი აბონენტი და შეადგენს სრული რაოდენობის 4%-ს, ასე რომ სუბსიდირების პაკეტი არის აბსოლუტურად ნორმალური, სწორად ნაფიქრი და გათვლილი. ეს გაძვირება არ დაეტყობა მომხმარებლის ჯიბეს“, – აღნინა სალომე ვარდიაშვილმა.
ცნობისთვის, ელექტროენერგიასა და წყალმომარაგებაზე ტარიფი გაძვირდა. მომხრარს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობა ელექტროენერგიაზე გაზრდილ ტარიფს სრულად დაუსუფსიდირებს იმ ოჯახზე, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 300 კილოვატზე ნაკლები იქნება.