მთავარი ციტატა

“თქვენგან არაფერი გამოვა და იქნებით მონაზე უარეს მდგომარეობაში”- რატომ აკრიტიკებს მოსახლეობას ნათელაშვილი

“ვიდრე ჩვენ ვიჯდებით სახლში ტელევიზორთან, ტახტზე წამოკოტრიალებული და დაველოდებით როდის მოხდება რევოლუცია და როდის დაამხობს ვინმე თქვენს მიერ არჩეულ მარაზმ ხელისუფლებას, მანამდე იქნებით მონაზე უარეს მდგომარეობაში. სანამ არ დაანებებთ თავს ჩემი ხელფასისა და სახლზე აგურების თვლას თქვენგან არაფერი არ გამოვა და თქვენ იქნებით მონები.”

შალვა ნათელაშვილი – „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა აქციაზე განაცხადა, რომელიც მომატებული ტარიფების გამო “სემეკთან” გაიმართა. 

ცნობისთვის, ელექტროენერგიასა და წყალმომარაგებაზე ტარიფი გაძვირდა. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობა ელექტროენერგიაზე გაზრდილ ტარიფს სრულად დაუსუფსიდირებს იმ ოჯახზე, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 300 კილოვატზე ნაკლები იქნება.

იტვირთბა....