“ყველას უნდა გვესმოდეს პირდაპირი კავშირი, რომელიც არის მაგალითად ძალიან ელემენტარული, მარტივი წესების დაცვასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შორის. რაც უფრო ბევრი ადამიანი ატარებს პირბადეს, მით უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევინარჩუნებთ, რაც უფრო მეტი მოქალაქე დაიცავს ელემენტარულ წესებს, ელემენტარულ მოთხოვნებს ჩვენი ეპიდემიოლოგების, მით უფრო სწრაფად აღდგება ქართული ეკონომიკა. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი.”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ გიორგი გახარიამ რუსთავში, “ქართლი ტექსტილის” ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.