ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უპროცენტო ოქრუაშვილი ხაზარაძეს გალექსილად სიმხდალეში სდებს ბრალს და ორღობისეულად ამატებს – ბებიაშენისამ!”- გია აბაშიძე

ანალიტიოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტიებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს.

როგორც აბაშიძე წერს, 2021 ოპოზიციის კარდინალურად გადახალისების წელია.

“გირჩი” დაიშალა, ერთმანეთს საჯაროდ დაერიენ.

გრიგოლ ვაშაძე განეშორა პოლიტიკას ნაცსექტის მიერ დასავლელ ელჩებზე თავდასხმების გამო.

ელენე ხოშტარიამ დატოვა “ევროპული საქართველო”. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. სირცხვილია მჩხავანა უგულავასა და დაჩლუნგებული ბოკერიას პარტიაში ყოფნა!

უპროცენტო ირაკლი ოქრუაშვილი „ლელოს“ მამუკა ხაზარაძეს გალექსილად სიმხდალეში სდებს ბრალს და ორღობისეულად ამატებს – ბებიაშენისამ!

ატყობთ თვითგანადგურების რამდენნაირი ფორმაა? ეს კარგია! 2021 ოპოზიციის კარდინალურად გადახალისების წელია. რადიკალური ცვლილებების დროა ოპოზიციურ ფლანგზე!”- წერს გია აბაშიძე.

იტვირთბა....