ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ე.წ. ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ტოტალურად უვიცი გოიმია და რაც არ უნდა თქვას, სიყალბეა”- რას წერს აბაშიძე

ანალიტიოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ჟურნალისტს ნოდარ მელაძეს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი არცერთი ნათქვამი სინამდვილეს არ შეესაბამება.

აბაშიძე მელაძეს “გოიმს”, თავად TV “პირველის” კი სრულ სიბნელეს უწოდებს.

“მეტრონომი” გია აბაშიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“როდესაც ე.წ. ჟურნალისტი თუ ე.წ. ტელეწამყვანი, მაგალითად ნოდარ მელაძე ტოტალურად უვიცი გოიმია და CV-ს ამბობს არა როგორც ‘სი ვი’, არამედ ‘სივს’, რაც არ უნდა თქვას ამ მთავრობაზე, ივანიშვილზე, ექიმებზე, პოლიციელებზე თუ საზოგადოებაზე, აბსოლუტურად დაუჯერებელია და სიყალბეა.

წარმოიდგინეთ ეს არსება ინტერვიუზე უცხოელ პოლიტიკოსთან ანდა ანალიტიკოსთან. რა ენაზე ისაუბრებს?.

ინგლისურის, რუსულის თუ ნებისმიერი უცხო ენის არცოდნა ბევრისათვის არაა დიდი ცოდვა. თუმცა, როცა საჯარო სივრცეში ხარ და გაქვს ჭარბი პრეტენზიები, განათლებამ და ერუდიციამ უნდა გათქმევინოს ეს და არა ტრაგიკომიკურმა ტყლარჭვამ.

“ტვ პირველისა” და სხვა ნაცარხების უდონო ქაჯებზე აღარაა აქცენტი, სრული სიბლენეა. სიბნელე კი არა და სიბლენე!”- წერს სოციალურ ქსელსი გია აბაშიძე.

იტვირთბა....