“ნაციონალური მოძრაობის” თავმდომარე ნიკა მელია 2007 წლის მოვლენებს იხსენებს, როცა მას იმდროინდელი ხელისუფლებისგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა. ამის შესახებ ნიკა მელიამ “მთავარ არხში” სტუმრობისას ისაუბრა.
როგორც მელია აცხადებს, ის წინახელისუფლების დროს ოპოზიციური შეხედულებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
“ცოტა ხანი ვიმუშავე ეროვნული უშიშროების საბჭოში, კოტე კემულარია იყო მაშინ ხელმძღვანელი, ახალი ჩამოსული ვიყავი ინგლისიდან, პირველი სამსახური იყო და 7 ნოემბრის მოვლენებს დაემთხვა და შიგნით ცუდ კლიმატს ვქმნიდი.
ჩათვალეთ, რომ ოპოზიციონერი ვიყავი, რომელიც დესტრუქციულად ვიქცეოდი და ბატონმა კახა ლომაიამ გამათავისუფლა სამსახურიდან. არ ჩაიგდო თავი საფრთხეში. მერე როგორც გავიგე უკვე ნიკა გვარამიასგან, გენინსპექციამ მერე, მე მგონი, ნიკა გვარამას ურჩია ეს ადამიანი შემჩნეულია აქციებზე სიარულშიო,”- აცხადებს ნიკა მელია.