ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი ფხაკაძე განმარტავს, ვისთვის არ შეიძლება “ფაიზერის” ვაქცინის გაკეთება

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე  განმარტავს, ვისთვის არ შეიძლება კორონავირუსის საწინაარმდეგო “ფაიზერი“-ს ვაქცინის გაკეთება.

როგორც ფხაკაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, 18 წლამდე ადამიანებისთვის ვაქცინის გაკეთება არ შეიძლება.

“18 წლამდე ადამიანებისთვის ვაქცინის გაკეთება არ შეიძლება იმიტომ, რომ კვლევები არ არის ჩატარებული. ვგულისხმობ Pfizer-ის ვაქცინას. ასევე თუ ადამიანი არის ფეხმძიმედ არ არის რეკომენდირებული. როცა დავინახეთ, რომ ბრიტანეთში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, უკვე 4 მლნ-ზე მეტი ადამიანი დღეის მდგომარეობით ვაქცინირებულია.

ადამიანებს, ვისაც აქვთ სხვადასხვა ტიპის ალერგიები ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ალერგიებმა შესაძლებელია უკუჩვენება მოგცეთ. ეს ვაქცინაცია იქნება ოდნავ სხვანაირი, ვიდრე ადრე იყო. პაციენტი უნდა იყოს მომზადებული, ინფორმაცია უნდა იყოს შეგროვებული“,- განაცხადა ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ში ოთხ მოხალისეს, რომელთაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო „Pfizer-ის“ ვაქცინა გაიკეთეს, „ბელის“ დამბლა განუვითარდა. აღნიშნული დაავადებისას სახის კუნთები სუსტდება. შედეგად, სახის ნახევარი პარალიზებულია და დუნდება. ღიმილის დროს, ნახევარი ტუჩი არ მოძრაობს, ხოლო თვალი პარალიზებულ მხარეს არ იხუჭება.

იტვირთბა....