საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 41 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანის მასშტაბით, ვირუსით ჯამში 2 418 პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 538 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 766 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 206 313-მდე.