პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალური ქსელში 2020 წლის მოკლე მიმოხილვას აკეთებს.
როგორც პოლიტოლოგი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ მიმოხილვაში დასძენს, 2020 წელი უპრეცედნტოა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, რადგან, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების, ასევე, ყველა მიმართულებით ვარდნა გვაქვს.
“მეტრონომი” გია ხუხაშვილის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
წლის შეჯამება… 2020 წელი არის უპრეცედენტო საქართველოს უახლეს ისტორიაში იმით, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გვაქვს ვარდნა-დეგრადაცია წინა პერიოდთან შედარებით და ამასთანავე არაპროგნოზირებადი, ბუნდოვანი მომავალი.
1. შიდა-პოლიტიკური კრიზისი
2. მაღალი საგარეო-პოლიტიკური რისკები, რეგიონში სტატუს-ქვოს ცვლილებასთან დაკავშირებით.
3. ერთპარტიული, სუსტი ლეგიტიმაციის პარლამენტი, რომელიც სრულფასოვნად ვერ შეასრულებს თავის მოვალეობებს.
4. ქუჩაში გასული, ჩასაფრებული ოპოზიცია.
5. ორ ნაწილად გახლეჩილი და ერთმანეთისადმი აგრესიულად განწყობილი საზოგადოება.
6. უპრეცედენტოდ დასუსტებული სამოქალაქო სექტორი.
7. გადაწყვეტილების მიღების ცენტრიდან გარიყული ნომინალური მინისტრთა კაბინეტი.
8. კლანური სამიდღემჩიო მართლმსაჯულება.
9. უკიდურესად მწვავე კრიზისი ეკონომიკაში, ნეგატიური განვითარებით. უპრეცედენტო საგარეო ვალი.
10. მაღალი სოციალური რისკები – კიდევ უფრო გაღარიბებული საშუალო სტატისტიკური ქართველი.
11. სოციალურად და პოლიტიკურად მოტივირებული მძიმე კრიმინალის შემთხვევები.
12. ინტერეს-ჯგუფების მიერ მთელი ეკონომიკური სიკეთის მონოპოლიზება სახელისუფლებო სისტემებში ინტეგრაციის გზით.
13. კოვიდ-19.
უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი, როცა ძალიან გვიჭირდა, გვქონდა რაღაც ხელის მოსაკიდი, რაც სუსტად, მაგრამ ბჟუტავდა – მომავლის იმედი, რომელიც ახლა მომავლის შიშმა შეცვალა…” – წერს პოლიტოლოგი.