ჟურანლისტი, დაჩი გრძელიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს.
როგორც ჟურნალისტი თავისივე პოსტში დასძენს, კორონავირუსის იმიტომ ეშინია, რომ გართულების შემთხვევაში, გადარჩენისთვის კოვიდთან კი არა, ჯანდაცვის სისტემასთან ბრძოლა მოუწევს.
“მეტრონომი” დაჩი გრძელიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“გულწეფელად ვიტყვი – როცა ასეთ ამბებს ვკითხულობ, ძალიან მეშინია კოვიდის… იმიტომ, რომ გართულების შემთხვევაში, გადარჩენისთვის კოვიდთან კი არა, ჯანდაცვის სისტემასთან ბრძოლა მომიწევს…
ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მესმის, როგორ აყვედრიან და ამუნათებენ უპატრონობითა და უთავბოლობით დატანჯულ კოვიდპაციენტებს – ექიმები ღამეებს ათენებენ და როგორ ბედავთ, რისიმე გაპროტესტებასო. დარწმუნებული ვარ, ის ვინც ღამეებს ათენებს, პაციენტის დამუათებას არასოდეს იკადრებს. – იკადრებს ის, ვისი უტვინო მენეჯმენტის გამოც, ცალკე პრაქტიკოს ექიმებს ტანჯავს და ცალკე პაციენტებს… საერთოდაც, კადრების თემაა ყველაფერი, პირდაპირაც და ირიბადაც, თორემ ათადან და ბაბადან, ჯერ პაციენტი იყო, მერე ექიმი და მერე სხვა დანარჩენი…
თიკო ჩაკვეტაძე შენ კი ყოჩაღ, ამდენ გასაჭირში, ჟურნალისტობაც რომ არ დაივიწყე! – ჯანმრთელობას გისურვებ!” – წერს ჟურნალისტი.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ჟურნალისტმა “ფეისბუქ” მიმართვა ჟურნალისტის, თაკო ჩაკვეტაძის ამბავს მიუძღვნა.