ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“მოდერნას” ვაქცინამ ზოგიერთ ადამიანში სახის შესიება და ანთება გამოიწვია

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის(FDA) საკონსულტაციო კომიტეტი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ სახის კოსმეტიკური ფილერების მქონე ზოგიერთ ადამიანში შესიება და ანთება გამოიწვია. აღნშნულ ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს.

ექიმის, შირლი ჩიმის განცხადებით, იმუნური რეაქცია, რომელსაც ვაქცინა იწვევს, უფრო ძლიერია იმ ადგილებში, სადაც ორგანიზმში არაბუნებრივი ნივთიერებებია. შირლის თქმით, პაციენტებს ჰქონდათ შეშუპება და ანთება იმ მიდამოებში, სადაც გამოყენებული იყო ფილერი.

„ასე რომ, ლოგიკურია, რომ იმუნურ პასუხს ნახავდით გარკვეულ ადგილებში, სადაც ისინი ხედავენ რაიმე ნივთიერებას, რომელიც არ არის თქვენს სხეულში ბუნებრივი“,- აცხადებს ექიმი.

მედიკოსის განცხადებით, მიუხედავად ამ გვერდითი ეფექტისა, ვაქცინის მიღება არ უნდა შეწყდეს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ოთხ მოხალისეს, რომელთაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო „Pfizer-ის“ ვაქცინა გაიკეთეს, „ბელის“ დამბლა განუვითარდა. აღნიშნული დაავადებისას სახის კუნთები სუსტდება. შედეგად, სახის ნახევარი პარალიზებულია და დუნდება. ღიმილის დროს, ნახევარი ტუჩი არ მოძრაობს, ხოლო თვალი პარალიზებულ მხარეს არ იხუჭება.

იტვირთბა....