ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მიყოლებით დავმარხე 43 წლის ძმა, დედა და მამა”- რას იხსენებს ნატო გელაშვილი

კომპოზიტორი ნატო გელაშვილი “კვირის პალიტრასთან” მის ცნოვრებაში გადატანილ ტრაგედიებს იხსენებს.

ნატო გელაშვილიდა ინტერვიუში ამბობს, რომ მას სამ წელიწადში გარდაეცვალა43 წლის ახალგაზრდა ძმა, დედა და მამა

„აღარ ვრთავ საინფორმაციო გადაცემებს, რადგან ინტერნეტში რასაც წავაწყდები, ისიც გულს მიმძიმებს. ამას მირჩევნია, მეგობრებს დავურეკო, მოვიკითხო, თუ ვინმეს რაიმე უჭირს, გავამხნევო. მე ეს პერიოდი გადავლახე და ყველას ვამხნევებ, ვეუბნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ცუდზეც აღარ ვლაპარაკობ, მით უმეტეს, შვილები მყავს და სულ ვცდილობ, მათ დადებითი, მშვიდი გარემო შევუქმნა.

ისედაც, ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტრაგედია გადავიტანე: სამ წელიწადში მიყოლებით დავმარხე 43 წლის ახალგაზრდა ძმა, დედა და მამა – ამაზე დიდი განსაცდელი ადამიანისთვის რა უნდა იყოს?!. ამ ამბავმა დამანგრია, ერთხანს ვფიქრობდი, რომ ცხოვრება დამთავრდა და ახლა სიკვდილზე ფიქრი აღარ მინდა.

ყველაფერს განვიცდი, ყველას ტრაგედია გულს მტკენს და ამიტომაც ვცდილობ, აღარ მოვუსმინო“, – აცხადებს ნატო გელაშვილი

იტვირთბა....