TV “პირველი” ავრცეებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც 5 წლის მოზარდი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია.
სიუჟეტით ირკვევა, რომ ოჯახში ბავშვის დედა მის მეუღლეზე სისტემატიურად ძალადობს, რასაც 5 წლის მოზარდი ყოველდღიურად უყურებს.
მეუღლის მიერ ძალადობის მსხვერპლი თურქი მამაკაცია. მან პოლიციას ათობით ვიდეომტკიცებულება გადასცა, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადომს მასზე მისი ცოლი.
ქალი, რომელსაც ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ, ქართველია. ყველა მასალით დგინდება, რომ მამაკაცი ქალის მხრიდან ძალადობის მსხვერლია. მას ძალადობის კვალი ამ დრომდე ეტყობა. როოგრც მამაკაცი ამბობს, ბოლო ჩხუბის დროს ცოლმა მას საფერფლე და ჭიქა ესროლა.
თურქი ბიზნესმები აცხადებს, რომ მისი მეუღლის მეგობარი პოლიციის თანამშრომელია, რის გამოც მას პასუხს არ სთხოვენ.
მეუღლის ძალადობაში ბრალდებული ქალი ახლა გორში ცხოვრობს. ის ძალადობას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ამაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს.