ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რამდენიმე საეჭვო შემთხვევას ვიკვლევთ, მიმდინარეობს გენის დაშლა, არის თუ არა მუტაცია” – გამყრელიძე

რამდენიმე შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს, არის თუ არა მუტაცია გენომში – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დადასტურების შემთხვევაში, მოსახლეობას ინფორმაციას მიაწვდიან.

„რამდენიმე საეჭვო შემთხვევას ვიკვლევთ. რამდენიმე ნიმუშის სეკვენირება მიმდინარეობს. სეკვენირება ნიშნავს გენის დაშლას და შემდეგ შედარებას, არის თუ არა მუტაცია გენომში. ეს საკმაოდ რთული სამუშაოა.

მოგეხსენებათ, დიდი ბრიტანეთი საკმაოდ დიდი გვეყანაა, როგორ აღმოაჩინეს იქ- ყველა ნიმუშის ათი პროცენტის სეკვენირება ხდება. გენომის სეკვენირება ძვირად ღირებული სიამოვნებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერ რამდენიმე შემთხვევას ვიკვლევთ, თუ იქნება დადასტურება, რა თქმა უნდა მოსახლეობას ვაუწყებთ. ვიცით, ბრიტანული და უკვე სხვა წყაროებიდანაც, რომ თითქოს ამ შტამს უფრო სწრაფად გავრცელების, ადვილად გადადების უნარი აქვს და არ არის უფრო ვირულენტური, არ არის უფრო აგრესიული. ისიც ვიცით, რომ დღეს უკვე დასრულებული ან დასრულების ფაზაში მყოფი ვაქცინები ამას გადაფარავენ, ამ შტამის საწინააღმდეგოდაც იმოქმედებენ. ეს არ არის ახალი აღმოჩენა. ამის შესახებ ჯერ კდევ სექტემბერში იყო საუბარი. რადგან რესპირაციულ ვირუსებს საკმაოდ სწრაფი და ხშირი მუტაციები ახასიათებთ. ამიტომ ეს განსაკუთრებული შემთხვევა არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

იტვირთბა....