“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მელიქ რაისიანი სამართალდამცველებს მისი შვილის ცემაში ადანაშაულებს.
რაისიანი”ფორმულასთან” აცხადებს, რომ ახალქალაქში პოლიციამ მისი შვილი ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააკავა, თუმცა ოქმის არქონის გამო, ის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“როცა პოლიციაში მივიდნენ, ჩემს შვილს აგრესიულად მოექცნენ – ბორკილები დაადეს, სცემდნენ, სისხლი წამოუვიდა. 5 პოლიციელი მუხლებით ზედ შედგა. პოლიციელს კი პრეტენზია იმაზე ჰქონდა, რატომ დაესვარა ფორმა. ჩემი შვილი ეუბნებოდა: ასე რატომ მექცევით-ო. როცა ადვოკატი დაინტერესდა თუ რატომ იყო სისხლით დასვრილი, უთხრეს, რომ ჩემმა შვილმა თვითდაზიანებები მიიყენა”, – განაცხადა მელიქ რაისიანმა.
საქმეზე ექსპერტზა დაინიშნა, რომელმაც უნდა დაადგინოს, იყო თუ არა ძალადობა. მელიქ რაისიანი შვილი კარლო რაისიანი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება.