1% იმიტომ დაგვიწერა ივანიშვილმა, რომ ეს მომართულია არა ჩემზე, არამედ პარტიის იდეოლოგიაზე – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა “TV პირველის” ეთერში განაცხადა.
როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილს უნდა აჩვენოს საქართველოს და მთელ მსოფლიოს, რომ ნათელაშვილი და “ლეიბორისტული პარტია” გატყუებთ და დემაგოგობსო.
“რაიმე სტრატეგიული შეცდომები ჩვენი პარტიის საქმიანობაში ტრადიციულად არ ყოფილა. ჩვენ 1995 წლის აგვისტოდან მოვდივართ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი. პარტია, რომელიც სოციალური თანასწორობის, სამართლიანობის, ბედნიერი საზოგადოების შექმნაზეა ორიენტირებული. ამ პრინციპებისთვის არასდროს უღალატია, იმის მიუხედავად, რომ ამომრჩეველს ბევრჯერ უღალატია, რაც განმეორდა ახლაც.
1% იმიტომ დაგვიწერა ივანიშვილმა, რომ ეს მომართულია არა ჩემზე, არამედ პარტიის იდეოლოგიაზე – უნდა აჩვენოს საქართველოს და მთელ მსოფლიოს, რომ რას ლაპარაკობთ, ნათელაშვილი და “ლეიბორისტული პარტია” გატყუებთ და დემაგოგობსო. არც სიღარიბეა ჩვენთან, არც შიმშილი, ქარხნები გუგუნებს. 1%-ზე მეტი ხმა არ მისცა იმ პარტიას, რომელიც ამ საკითხებზე იბრძვის. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ პოლიტიკური სამარე გავუთხაროთ ბიძინა ივანიშვილსა და მის ხროვას”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.