ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დონალდ ტრამპის საქციელს “უმსგავსო” უწოდეს

ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი „ნიუ იორკ თაიმსის“ რეპორტიორის, სერჟ კოვალევსის გამოჯავრებისთვის კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. საქმე ისაა, რომ კოვალსკის ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადება, ართროგრიპოზი სჭირს, რომელსაც კიდურების დეფორმაცია, ასევე კუნთებისა და სახსრების განუვითარებლობა ახასიათებს. შემთხვევა სამხრეთ კაროლინაში, წინასაარჩევნო კამპანიის ტურის დროს მოხდა.

ტრამპმა კოვალსკის მიერ, 9/11-ის მერე, 2001 წელს დაწერილი სტატია მოიშველია სადემონსტრაციოდ, რომ ნიუ ჯერსიში ათასობით ამერიკელი მუსლიმი ზეიმობდა მაშინ მომხდარ ტრაგედიას. კოვალსკის ციტირებისას ტრამპმა სცადა რეპორტიორის მანერებისთვის მიებაძა.

„ნიუ იორკ თაისმა“ დონალდ ტრამპის ამ საქციელს „უმსგავსო“ უწოდა და განაცხადა, რომ ციტატა, რომელიც კანდიდატმა თავისი გამოსვლისას მოიყვანა, არაზუსტია. სინამდვილეში, კოვალსკის სტატიაში „ათასობით ამერიკელი მუსლიმი“ კი არა, უბრალოდ ნიუ ჯერსიში მომხდარი ფაქტი იყო აღწერილი, თუ როგორ ზეიმობდა ხალხის გარკვეული რაოდენობა (ოღონდ არა ასი ან მითუმეტეს ათასობით) მაშინ 9/11-ის ტრაგედიას და როგორ დააკავა ისინი პოლიციამ.

ტრამპის გამოსვლას ნიუ ჯერსის მერიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კანდიდატის სიტყვები ათასობით მოზეიმე ამერიკელი მუსლიმის შესახებ სრულიად მცდარი იყო.

 

იტვირთბა....