ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, შესაძოა, ისრაელი პირველი ქვეყანა გახდეს მსოფლიოში, რომელიც პანდემიას გადალახავს.
ქვეყნის პრემიერს ამ პროგნოზის თქმის საშუალებას ვაქცინასიის პროცესი და დაწესებული “ლოქდაუნი” აძლევს.
„მინდა გითხრათ, რომ ერთი მხრივ, ვაქცინაციის გასაოცარი კამპანიის და მეორე მხრივ, „ლოქდაუნის“ კომბინაცია საშუალებას გვაძლევს, კორონავირუსის პანდემიას თავი დავაღწიოთ და ჩვენ, სავარაუდოდ, გავხდებით პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც მას გადალახავს,“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, ისრაელში კვირიდან 14-დღიანი საყოველთაო „ლოქდაუნი“ ცხადდება, რომელიც პანდემიის დაწყების დროიდან მესამე „ლოქდაუნია“ ქვეყნისთვის. ამასთან, ისრაელში რამდენიმე დღეა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებით მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს. პირველი ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში ვაქცინა გაიკეთა, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუა. მან ვაქცინაცია პირდაპირ ეთერში ჩაიტარა.