“თქვენ თუ გგონიათ, რომ მსგავსი საკითხებით წინააღმდეგობას გააჩენთ ჩემსა და შს მინისტრს შორის, არ გამოგივათ”, – აღნიშნული განცხადება პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან დღეს გააკეთა.
როგორც გახარიამ მედიასთან აღნიშნა, მცდელობის მიუხედავად, მასსა და შსს მინისტრს შორის უთანხმობა არ იქნება.
“რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მართალს ამბობს ბატონი, ვახტანგი, რომ ჩვენი მოქალაქების სისხლი არ უნდა დაიღვაროს… რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი მოვალეობა ისევე, როგორც შსს-ს მოვალეობაა. ნებისმიერ შემთხვევაში სასჯელის გარდაუვალობა იყოს აღსრულებული და მერწმუნეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დავალებას შეასრულებს. თქვენ თუ გგონიათ, რომ მსგავსი საკითხებით წინააღმდეგობას გააჩენთ ჩემსა და შს მინისტრს შორის, არ გამოგივათ. არ გამოგდით მაგრამ ცდილობთა მაინც… გავიგე და ამ კითხვაზე გპასუხობთ, ჩემი დავალება იყო მაშინ და ეს იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური და სწორი დავალება, რომ ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლი არ დაიღვაროს და ამასთან სასჯელის გარდაულობა დადგება მალე დღის წესრიგში.” – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან.
იხ: ვიდეო: