ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველოში ვაქცინაციის გაზაფხულიდან დაწყება რეალისტური სცენარია” – თამარ გაბუნია

“საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 2021 წლის გაზაფხულიდან დაიწყება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეპიდემია დასრულდება,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს განაცხადა.

როგორც გაბუნიამ მედიასთან საუბრისას დასძინა, საქართველოში ვაქცინაციის გაზაფხულიდან დაწყება რეალისტური სცენარია.

„ყველა ვცდილობთ, ეპიდემიის დასასრული დავინახოთ. რამდენად შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ 2021 წელი იქნება ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი. ამის საფუძველს გვაძლევს ის პოზიტიური სიახლეები, რაც არსებობს ვაქცინაციასთან დაკავშირებით. საქართველოს აქვს პერსპექტივა, რომ ვაქცინა დავიწყოთ დროზე. მაგრამ ამასთან ერთად უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინა არ მოხსნის ყველა პრობლემას ერთდროულად და გარკვეული პერიოდი, ვიდრე მოხდება ვაქცინაციის საკმარისი რაოდენობის მიღწევა, იმუნური ფენის ჩამოყალიბება, ჩვენ მოგვიწევს ისევ გავაგრძელოთ ცხოვრება ძალიან აქტიური და ფრთხილი ინდივიდუალური დაცვის პირობებში, ასევე სოციალური აქტივობის კონტროლის და ბიზნესაქტივობის გარკვეულ წესებში მოქცევის პირობებში, რაც იქნება იმის გარანტი, რომ ბიზნესაქტივობა იყოს სტაბილურად, ხანგრძლივად აქტიური წლის ბოლომდე.

აქცინა არ იქნება ეპიდემიის დაუყოვნებლივ დასასრული და ჩვენ მოგვიწევს გავაგრძელოთ ძალიან ფრთხილად მარეგულირებელი ბერკეტების გამოყენება, მით უფრო, რომ გაჩნდა კორონავირუსის ახალი შტამები, მეცნიერება გვაფრთხილებს, რომ არის ნაირსახეობა. ამ გაურკვევლობის პირობებში ჩვენს ხელთ რჩება პირბადე, დისტანცირება და ხელის ჰიგიენა. მომავალი წელი ამ რეგულაციების დაცვით იქნება დატვირთული“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

იტვირთბა....