aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახალციხეში აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახალციხეში, 24 დეკემბერს, ღამით, რუსთაველის ქუჩაზე, დაკეტილ რესტორან „იმერეთში“ აფეთქება მოხდა. 

რესტორანი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს ორი ადამიანი, რომელთაგანაც ორივე კონტაქტური იყო. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება. 

არსებული ინფორმაციით, ისინი აფეთქებისას სარდაფში იმყოფებოდნენ. 

ამ დრომდე უცნობია, რა გახდა აფეთქების ოფიციალური მიზეზი, თუმცა ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ბუნებრივმა აირმა გაჟონა. 

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. 

რაც შეეხება კორპუსის მდგომარეობას, ის ნაწილობრივ დანგრეულია, ამიტომაც, 12 ოჯახი სასტუმროში გადაიყვანეს.

იტვირთბა....