ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მინდა ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს ამბავი” – ინგა გრიგოლია ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ რეპორტაჟის შესახებ საუბრობს, რომელიც გადაცემისთვის მოამზადა.

ჟურნალისტი აღნიშნულ სიუჟეტში ბავშვებს ეკითხება თუ რაზე ოცნებობენ ისინი.

“მეტრონომი” ინგა გრიგოლიას ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ვერ ვიტან ადამიანების დაბულინგებას, მაგრამ ამის არშემჩნევა არ შეიძლება. დღეს გადაცემაში რეპორტაჟი მქონდა, პატარა, საყვარელი ბავშვები, ჟურნალისტის შეკითხვაზე, რაზე ოცნებობთ, რომ თოვლის ბაბუამ მოგიტანოთო, პიურე და კატლეტიო, ამბობდნენ.

ხომ ვერ წარმომედგინა, რომ ბავშვების ასეთ სიდუხჭირესა და ოცნებებზე, ვინმე მოახერხებდა და ამას დაწერდა. მინდა, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს ამბავი. თან საბავშვო ბაღში მუშაობს ეს ვიღაც ძონძი ქალი, ბაღში რომ მუშაობს, უწერია… ხოდა აი, რა რეაქცია აქვს ამ ბავშვების სულისშემძვრელ ოცნებაზე, ბავშვებზე,რომლებიც საჭმელზე ოცნებობენ.

სახედაკარგული და უზნეო ადამიანი როგორია, ამ ბავშვების სახეებზე და ამ ქალის რეაქციით მიხვდებით. რა ხალხი გყავთ დასაქმებული იქ,სადაც ბავშვები არიან“- წერს ინგა გრიგოლია.

იტვირთბა....