“სასურველია, ეს 4 წელი ყოფილიყო ოპოზიციასთან ერთად, რამეთუ კრიტიკის ფასი ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ კრიტიკა უკეთესისთვის და არა უარესისთვის. მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ისინი შემოვლენ. თან ოპოზიციაში არიან ჯანდაცვის სპეციალისტები, რომელთა მუშაობაც საინტერესოა. მათი სამუშაო ადგილი არის პარლამენტში. მათი რესურსი, ინტელექტი, შესაძლებლობები ქუჩაში არ უნდა იფანტებოდეს.”
დიმიტრი ხუნდაძე – ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში განაცხადა.
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტის რიგგარეშე პლენარუს სხდომაზე დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს. პროგრამის წარდგენას მხოლოდ “ქართული ოცნება” ესწრება.