ახალი ამბები

საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძეს პატიმრობა გაუხანგრძლივა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა.

ამის შესახებ ინფორმაცია დაპატიმრებულის ოჯახს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა, თუმცა როგორც გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი ამბობს, სხვა დეტალებს მისთვის უცნობია.

ოჯახის წევრების თქმით, ისინი აპირებენ, რომ წითელ ჯვარს მიმართონ და ზაზა გახელაძეს ამანათი გაუგზავნონ.

“ეს შეუფასებელია, რა უნდა ვთქვათ?! ველოდით, რომ რაღაც ცვლილებები იქნება 5 თვის მერე მერე. მითხრეს, რომ მტკიცებულებები უკვე მოაგროვეს. რატომ გადავადდა არ ვიცი, ვის ნერვებზე თამაშობენ არ ვიცი, ვის აწყობს რომ ის იქ იყოს?!”, – ამბობს ირმა ბუთხუზი.

შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დააკავა. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ. მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნას ედავებიან. გახელაძე ფეხშია დაჭრილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია უცნობია.

იტვირთბა....