“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, მთავარი ამოცანაა, არჩევნებისთვის შინაარსის დაბრუნება და მის მიმართ საზოგადოებაში ნდობის აღდგენა.
„ოპოზიციის შეთანხმებული პოზიცია ძალიან ნათელია, თუ შევთანხმდებით ხელისუფლებასთან სამოქმედო გეგმაზე, სწორედ როგორ ვცვლით პოლიტიკურ გარემოს ქვეყანაში და როგორ აღვადგენთ აღჩევნებისადმი ნდობას, ჩვენ ამ შემთხვევაში მზად ვართ, რომ შესაბამისად მონაწილეობა მივიღოთ საპარლამენტო მუშაობაში. ეს მოითხოვს პატიმრების გათავისუფლებას, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას და შეთანხმებას, რომ ჩატარდეს ახალი და განმეორებითი არჩევნები, რომელიც დაუბრუნებს მოქალაქეებს ნდობას. ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, ცხადია, ჩვენი სურვილიც არის, რომ ვიმუშაოთ და შესაბამისად, აღვადგინოთ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი“, – განაცხადა სამადაშვილმა.