საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში უკრაინის პრემიერზე არსენ იაცენუკსა და მის გარემოცვაზეცისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერი იმ მეგობრებს მფარველობს, რომლებიც კორუფციულ გარიგებაში არიან მხილებულნი. სააკაშვილის თქმით, მას არ ეშინია ფიზიკური ანგარიშსწორების.
“როდესაც ოდესაში დავიწყე რაღაცების შეცვლა, ერთ-ერთმა ოლიგარქმა გამოიძახა თავისი ხალხი, რომლებსაც ჩვენც ვიცნობდით და უთხრეს, რომ აი, ჩვენ გიხდით მილიონ დოლარს და მიდით და მოკალით სააკაშვილიო. სინამდვილეში კი ეს იყო გაკეთებული ერთადერთი მიზნით, რომ მე შევეშინებინე. მე ვუპასუხე, რომ უბრალოდ არ მიექციათ ყურადღება. მსგავსი ადამიანები სინამდვლეში ძალიან სუსტები არიან. ის, რისიც მე მეშინია, ეს არის ერის რეაქცია. ჩვენ ყველას უნდა გვეშინოდეს ჩვენი ერის და არა ვიღაც ოლიგარქების.” – განაცხადა სააკშვილმა.