ახალი ამბები

“ჩვენ მოვალთ, თქვენი ქვეყნის მიწასთან გასასწორებლად!” (ვიდეო)

მორიგი მუქარა ტერორისტების მხრიდან

ისლამური სახელმწიფოს ფრანგმა მებრძოლებმა მუქარის მორიგი ვიდეო გამოაქვეყნეს. ნიღბიანი პირი ფრაგულად მიმართავს პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს:  „ეს ის არის, რაც არ გინდათ რომ მოხდეს – ჩვენ მოვალთ, მოვალთ თქვენი ქვეყნის მიწასთან გასასწორებლად. ეი, შენ, ფრანსუა, შენ ომი გამოაცხადე, რომელსაც ვერ მოიგებ. ვერ შეძლებ მოგებას. შენ შენს ხალხს გამარჯვებას პირდები – ეს დასავლეთის ხალხია, მაგრამ ჩვენმა შემქმნელმა, უფალმა გამარჯვება ჩვენ აღგვიქვა“.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე კიდევ ერთი ვიდეო გამოჩნდა, რომელშიც ტერორისტებმა 2009 წლის ფილმიდან აღებული ეიფელის კოშკის ნგრევის კადრები გამოიყენეს.

იტვირთბა....