ქუთაისში პარლამენტის შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი, რაც სავარაუდოდ, პარლამენტში მთავარი პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მისვლას უკავშირდება. პარლამენტის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აქციის გამართვას აპირებენ, რის გამოც, შენობის წინ სპეციალური რკინის ჯებირებია განლაგებული.
ამასთან, პარლამენტში უკვე მისულია მთავარი პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე, რომელსაც დღეს პარლამენტის კომიტეტები და ფრაქციები მოუსმენენ. დღეს მის კანდიდატურაზე იმსჯელებენ და არ არის გამორიცხული, რომ მისი საკითხი პლენარულ სხდომაზე დღესვე გავიდეს.
შოთაძე აცხადებს, რომ დამტკიცების შემთხვევაში, პირნათლად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. მან გაუხსნელი საქმეებიც ახსენა. მისი თქმით, იგი დაიცავს ყველა სამართლებრივ პროცედურას და მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდება საქმეს.