სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში ინფექციისგან 18 ადამიანი გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსის 155 440 შემთხვევაა დადასტურებული, 2 691 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 135 638 პაციენტი.