„მე რომ გითხრათ, რომ ვაქცინას პირველ რიგში გავიკეთებ, არა. დავაკვირდები მოვლენებს, იმ ფაქტებს, გვერდითი მოვლენების ფაქტორებს, მაგრამ მტკიცე უარი არ მაქვს. თუმცა, ვინც გაიკეთებს, იმას არ უარვყოფ – ზიარებაზეც დავუშვებ. ირადად ჩემი პოზიცია მკვეთრი უარყოფა არ არის. ამას სჭირდება ფართო მსჯელობა და ინფორმირება.”
ანტონი – ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი
ამის შესახებ მიტროპოლიტმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მეუფემ განაცხადა, მეცნიერება და რელიგია ერთმანეთის გარეშე, ერთი კოჭლია და მეორე ბრმა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავეცნოთ მეცნიერების და ექიმების შეხედულებებს.