aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთი აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც ისმის თუ როგორ აფრთხილებენ „სუ-24“-ს (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

თურქმა სამხედროებმა გამოაქვეყნეს აუდიოჩანაწერი. ჩანაწერი ინგლისურენოვანია და ისმის როგორ აფრთხილებს თურქული მხარე, რუსულ „სუ-24“-ს, სანამ მას სირიის საზღვართან ჩამოაგდებდნენ.
„დაუყოვნებლივ სამხრეთისკენ შეცვალეთ ფრენის მიმართულება“ ისმის ჩანაწერში. თურქული მხარის განცხადებით, ისინი ცდილობდნენ გაეფრთხილებინათ რუსი პილოტები, სანამ ჩამოაგდებდნენ.
თვითმფრინავის ჩამოგდებას ერთი პილოტი ემსხვერპლა, მეორე კი გადარჩა.
ამ შემთხვევას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდებას „სერიოზული შედეგები“ მოჰყვება. პუტინი ასევე ამტკიცებდა, რომ რუსულ სამხერო თვითმფრინავს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.

იტვირთბა....