ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ ვეთანხმები კარლ ჰარცელს ანალიზში, სიტუაციის განმუხტვის შანსებს ამცირებს ივანიშვილის პერსონალური პოზიცია” – ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია არ ეთანხმება ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის მიერ მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ამცირებს.

აღნიშნულის შესახებ ბოკერიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“არ ვეთანხმები ანალიზში, სიტუაციის განმუხტვის შანსებს ავიწროვებს კი არა, ამცირებს ივანიშვილის პერსონალური პოზიცია, რის შემდეგაც ყველა მისი პოლიტიკური კლოუნი ახმოვანებს ამ პოზიციას. თუ ივანიშვილი გონს მოვა და მიხვდება, რომ დღევანდელი ვითარების შენარჩუნება არის დიდ რისკებთან დაკავშირებული, როგორც ქვეყნისთვის, ასევე მისთვის პირადად, ეს შანსები გაიზრდება და სწრაფად არის შესაძლებელი გამოსავლის პოვნა. ეს გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები, რაც ყველა დალაგებულ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისისას არის გამოსავალი,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იტვირთბა....