ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თენგიზ ცერცვაძეს თავის დროზე ჭკუას ეკითხებოდა ის ხალხი, ვინც დღეს მას აკრიტიკებს”- გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ბოლო პერიოდში თენგიზ ცერცვაძის მისამართით ექიმების ნაწილში არსებულ კრიტიკას ეხმიანება.

როგორც გამყრელიძემჟურნალისტებთან განაცხადა,

მიისვე თქმით, თენგიზ ცერცვაძე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამოცდილი კლინიცისტი ქვეყანაში.

„პიროვნულ დავაში არ შემოგვყებით. მე პასუხს ვცემ ჯანდაცვის ყველა ექსპერტს, რომელიც თავის თავს უწოდებს ჯანდაცვის ექსპერტს ან აღიარებულია ექსპერტთა საზოგადოების მიერ, ამავე დროს, თენგიზ ცერცვაძე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამოცდილი კლინიცისტი ქვეყანაში.

სიტყვებს ახირება, გადახირება და ა.შ ძალიან გთხოვთ, ნუ ხმარობთ. რადგან ის არის ერთ-ერთი გამოცდილი ექიმი ქვეყანაში, რომელსაც ჭკუას ეკითხება ძალიან ბევრი ადამიანი და თავის დროზე ჭკუას ეკითხებოდა ის ხალხი, ვინც დღეს მას აკრიტიკებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, ბოლო პერიოდში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თემგიზ ცერცვაძის მიმართ ექიმების ერთი ნაწილიდან გარკვეული კრიტიკა მოდის. განსაკუთრებით კრიტიკულად არიან განყობილი უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები, რომლებიც ცერცვაძეს კორონავირუსით ინფიიცრებულ პაციენტებთან არასწორ მკურნალობაში ადანაშაულობენ.

 

იტვირთბა....