პანდემიის გამო 24 დეკემბრიდან დაწესებული შეზღიდვების შემსუბუქება 2 იანვრამდე იმოქმედებს, თუმცა შეზღუდვაზე მოხსნა არ შეეხო სატრანსპორტო საშუალებებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე არსებული შეზღუდვა ძალაში რჩება.
“24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დიდ ქალაქებში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში ფოთსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება. ასევე კვლავ აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა,”- ვკითხულობთ მთავრობის განცხადებაში.
შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.