პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა, რომ რისკჯგუფში ყოფნა არ ნიშნავს, ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებას. ამის შესახებ მან რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემაში განაცხადა.
„ნებისმიერი დაავადების შემთხევაში, თუ განწყობა და ბრძოლის უნარი არ გაგაჩნია, რომ დაავადებას აჯობო, ამ შემთხვევაში ექიმიც და პაციენტიც მარცხდება. ისე უნდა მივიღოთ ყველა დაავადება, როგორც მაგალითად წითელა. სახად დაავადებას ეძახდნენ წითელას და ჩუტყვავილას, ტაფასაც არ ახურებდნენ ოჯახებში, რომ ვირუსი გაბრაზდებაო.
ჩვენ კორონავირუსი ძალიან ცუდად მივიღეთ. ბევრი ფიქრობს, რომ თუ ვირუსი დამემართა, აუცილებლად დამძიმდება. ეს ასე არაა. ამაში მინდა მოსახლეობა დავარწმუნო, რისკჯგუფში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.