ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არის არჩევანი ცოტა თავხედ მელიასა და თვინიერ ვარშალომიძეს შორის”- გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია “ნაციონალური მოძრაობის” მისრ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელებას სოციალური ქსელით ეხმიანება.

გა,ზარდიას შეფასებით, “ეს არის არჩევანი ცოტა თავხედ მელიასა და თვინიერ ვარშალომიძეს შორის.

“ნიკა მელიასა და ლევან ვარშალომიძეს შორის არჩევანი “ნაციონალურ მოძრაობაში”, ეს არის არჩევანი მებრძოლ და ცოტა დაუმორჩილებელ, ზოგჯერ ცოტა თავხედ მელიასა და აკადემიურ, ინერტულ და თუმცა თვინიერ ვარშალომიძეს შორის.

მელია მეტი პერსპექტივა აქვს, ნაცმოს ახალი ამომრჩევლები შესძინოს, ვარშალომიძეს – ბევრად ნაკლებად. მე რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვიყო, ხმას მელიას მივცემდი.
ამას ვწერ იმ დროს, როცა მელიაზე გაბრაზებული ვარ და რამე ბრაზიანს უფრო ვიტყოდი სუბიექტური პოზიციიდან, მაგრამ ჩემი დანახული მოცემულობა ასეა და ვერ ავუვლი,”- წერს არჩილ გამზარდია.

შეგახსენებთ, 20 დეკემბერს, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ. თავმჯდომარეს პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.

იტვირთბა....