ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რუსეთს, რომელიც ოკუპანტი ძალაა, გაასმაგებული აქვს მცდელობები, რომ საქართველოს საკითხი მთლიანად გაქრეს საერთაშორისო დღის წესრიგიდან” – ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის ფედერაციას, რომელიც ოკუპანტი ძალაა, გაასმაგებული აქვს მცდელობები, რომ საქართველოს საკითხი მთლიანად გაქრეს საერთაშორისო დღის წესრიგიდან.

ამის შესახებ ზალკალიანმა ევროპასთან ინტეგრაციის, დიაპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

„ისინი აქტიურად ცდილობენ ნარატივის დამკვიდრებას, რომ სიტუაცია საქართველოში არის განსხვავებული, ვიდრე უკრანიაში. აქედან გამომდინარე მათი ნარატივია, რომ საქართველო უნდა შეეგუოს „ახალ რეალობას” და დაიწყოს იმ ვალდებულებებზე საუბარი, რაც რუსეთს ეკისრება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და ამის გადატანა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობაში. ესაა მათი ნარატივი და საერთაშორისო თანამეგობრობას ეუბნებიან – უთხარი საქართველოს, დაივიწყოს ამ უსაფრთხოების საკითხის მუდმივი წინ წამოწევა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და შეეგუოს ამას, რომ არის ორი “დამოუკიდებელი სახელმწიფო” – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ამ სირთულეებთან გვაქვს საქმე. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და მათი მხარდაჭერის მობილიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ყველაზე ეფექტიანი ბერკეტი, რაც გვაქვს და ჩვენი საქმიანობა უნდა შეფასდეს იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც წელს ამ მიმართულებით დაიდო”,- განაცხადა ზალკალიანმა.

იტვირთბა....