პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ბიძნა ივანიშვილის შესახებ წერს და მის ვიდეოინტერვიუსაც ავრცელებს.
როგორც ოქრუაშვილი წერს, შუა საუკუნეებში რომ ვცხოვრობდეთ, ივანიშვილი მეფის საუკეთესი გამრთობი იქნებოდა.
“მაინც რაღაცნაირი საყვარელი ბიჭია. მერე რა, რომ ხანდახან შემომეკენწლება ხოლმე. არა, ბოლო დროს რაღა ბიჭია, ფარშევანგივითაა, ისე დააბერა 8 წელიწადში ხალხმა და ძალაუფლებამ.
როგორი ტიპია იცით? ოცკაციან სუფრაზე გამრთობები რომ დაყავთ ხოლმე და მაგრად მასხრობენ, აი ეგეთი პოზიტიურია ამ ვიდეოში.
შუა საუკუნეებში რომ ვცხოვრობდეთ მეფის საუკეთესი გამრთობი იქნებოდა,”- წერს ირაკლი ოქრუაშვილი.