კახა კალაძე – დედაქალაქის მერი
ამის შესახებ კალაძემ აფრიკის დასახლებაში მცხოვრები 8 წლის გიგის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
დევნილთა სააგენტოს მტკიცებით, 14 დეკემბერს ბავშვის ოჯახს ზუგდიდში სახლი გადასცეს, გიგის ადვოკატი კი ამბობს, რომ ოჯახისთვის არც გასაღები მიუციათ და არც იმ კორპუსშია შესახლებული ვინმე, შესაბამისად, ოჯახი გარეთ რომ არ დარჩენილიყო, თბილისში, ნაგავსაყრელზე სახლი აიშენეს.
შეგახსენებთ, აფრიკის დასახლებაში თვითნებურად აგებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი თბილისის მერიის სამსახურმს 15 დეკემბერს, დაიწყო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივების თქმით, დანგრეული მშენებარე ნაგებობი მათი ერთადერთი საცხოვრისი იყო. მათ ნაწილს დემონტაჟის დროს მშენებლობა თითქმის დასრულებული ჰქონდა.