სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში ინფექციისგან 26 ადამიანი გარდაიცვალა.
საერთო ჯამში სომხეთში კორონავირუსის 154 065 შემთხვევაა დადასტურებული, 2 656 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 133 176 პაციენტი.