ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 77 მილიონს გადააჭარბა

worldometers-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში აღნიშნულია, რომ მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 77 მილიონს გადააჭარბა.

მათივე ცნობით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ – 19-ით 1.6 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 54 მილიონზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის მსოფლიოში აქტიური შემთხვევების რაოდენობა 21 მილიონს აჭარბებს. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი – საფრანგეთია.

იტვირთბა....