მთავარი ციტატა

“შეზღუდვები ვაქცინის შემოსვლის შემდეგაც გაგრძელდება, იმედი ნუ გვექნება, რომ ვაქცინის გამოჩენისთანავე ძველ ცხოვრებას დავუბრუნდებით”- იმნაძე

“ამასთან, გეტყვით, რომ ჩვენთან გარკვეული შეზღუდვები ვაქცინის შემოსვლის შემდეგაც გაგრძელდება. იმედი ნუ გვექნება, რომ ვაქცინის გამოჩენისთანავე ძველ ცხოვრებას დავუბრუნდებით, თუმცა შეზღუდვა იქნება შედარებით ნაკლები.”

პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე

ამის შესახებ პაატა იმნაძემ “პალიტრასთან” განაცხადა.

ამასთან, როოგრც იმნაძე აცხადებს, რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს პირბადეს ყველგან და დაიცავს დისტანციას, მით ნაკლები იქნება შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. 

შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. თავდაპირველი ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა 24 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით იგეგმებოდა. თუმცა, მთავრობას ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.

იტვირთბა....