აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ჯო ბაიდეი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას დღეს გაიკეთებს. აღნიშნულ ინფორმაციას თეთრი სახლის ბიუროს ხელმძღვანელი სტივ ჰერმანი ავრცელებს.
ჰერმანი „ტვიტერში“ ბაიდენ-ჰარისის გუნდის განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ვაქცინას პრესის წარმომადგენლების თანდასწრებით გაიკეთებს.
შეგახსენებთ, აშშ-ში მოსახლეობის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. 14 დეკემბერს, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა აცრა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.
ვაქცინაციის პროცესი დაიწყო ევროპის სხვა ქვეყნებშიც.