ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ძალიან ფრთხილად ვეკიდებით შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს” – პაატა იმნაძე

იმნაძე

“ძალიან ფრთხილად ვეკიდებით შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს და იმედი გვაქვს, რომ თუ რამე შემსუბუქებები იქნება, მერე ადამიანებმა, თვითონ ჩვენ და ბიზნესმა უნდა დავიცვათ წესები, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც იყო ნოემბრის ბოლოს,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტბთან საუბრისას განაცხადა.

„ერთი დღის და თითო დღის მონაცემებით, საერთოდ არ მსჯელობენ დაკლებაზე ან მომატებაზე. ერთი კვირის მონაცემები მაინც უნდა იყოს. წინა კვირა გვაჩვენებს, რომ სტაბილიზაცია მოხერხდა, შეზღუდვების დაწესების შემდგომ და ოდნავ კლების ტენდენციაც გამოჩნდა, მაგრამ რა თქმა უნდა სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევები მეტია, იმიტომ რომ დროში მოჰყვება ორი კვირის მერე. წინა ორი კვირის წინ 4000 და 5000 შემთხვევა იყო, ახლა მძიმდებიან ის ადამიანები. აქედან გამომდინარე ძალიან ფრთხილად ვეკიდებით შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს და იმედი გვაქვს, რომ თუ რამე შემსუბუქებები იქნება, მერე ადამიანებმა, თვითონ ჩვენ და ბიზნესმა უნდა დავიცვათ წესები, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც იყო ნოემბრის ბოლოს. დეკემბრის დასაწყისში“, – განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, მოიხსნება თუ არა 24 დეკემბრიდან რიგი შეზღუდვები, რომელიც მთავრობამ 28 ნოემბრიდან შემოიღო, ამ ეტაპზე უცნობია. როგორც ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატთან ნათია თურნავასთან სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, სავარაუდოდ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო ხვალ, 21 დეკემბერს მიიღებს.

იტვირთბა....