ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დავიღალეთ ამდენი საუბრებით გამოდით კაბინეტებიდან და რეგიონებში ნახეთ რა ხდება” – გიორგი ფხაკაძე საქართველოს მთავრობას მიმართავს

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე საქართველოს მთავრობას კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინის შემოტანის საკითხათნ დაკავშირებით მიმართავს.

როგორც ფხაკაძე “ტვ პირველთან ინტერვიუში განმარტავას, საქართველო კოვაქსის ვაქცინას და ჯანმოს უნდა დაელოდოს. მისივე თქმით, სწორედ მათი ვაქცინა და წამალია რეკომენდირებული.

“50 000 დოლარიანი ლაბორატორია ვერ ჩამოიტანეს, რომ რა ხარისხის პირბადე გვაქვს ის შეემოწმებინათ და თქვენ ახლა ვაქცინის ხარისხზე მელაპარაკებით?

შესაბამისად ჩემი მოთხოვნა და თხოვნა იქნება, რომ ჯობია მთავრობამ იფიქროს, როგორ დაიწყოს მომზადება ვაქცინაციისთვის და არა საუბარი. დავიღალეთ ამდენი საუბრებით, კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. გამოდით კაბინეტებიდან და რეგიონებში ნახეთ რა ხდება.

რაც შეეხება ვაქცინას, ჩვენ უნდა დაველოდოთ კოვაქსის ვაქცინას და უნდა დაველოდოთ ჯანმოს, რომ გვითხრან ეს ვაქცინა და ეს წამალია რეკომენდირებული და მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა შემოვიდეს, სხვა შემთხვევაში არა.

ვისაც გაქვთ ინტერესი ნუ გააკეთებთ ამ შეცდომას, დაელოდეთ ჯანმოს რეკომენდაციას, არ აჩქარდეთ“-განაცხადა “ტვ პირველთან” ინტერვიუში გიორგი ფხაკაძემ.

იტვირთბა....