“დიქტატურათან შეგუება კატასტროფაა, ხოლო რევოლუცია, როგორც მშვიდობიანი, ისე არამშვიდობიანი სახით, არის ქვეყნისთვის ძალიან სარისკო,” – აღნიშნული განცხადება “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ბოკერიამ მედიასთან საუბრისას დასძინა, პარტიის პოზიცია რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით დიდი ხანია მკაფიოა.
„ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით დიდი ხანია მკაფიოა. დიქტატურასთან შეგუება არის კატასტროფა, რევოლუცია არის ძალიან სარისკო ქვეყნისთვის, მშვიდობიანიც და მითუმეტეს არამშვიდობიანიც, სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო ვადამდელი ნორმალური არჩევნები.
ამრიგად, ეს არის სწორედ გამოსავალი, იმისთვის, რომ ავიცილოთ თავიდან, ერთი მხრივ, კატასტროფული საფრთხე დიქტატურის, სტაგნაციის და მეორე მხრივ, რისკები ნებისმიერი სახის რევოლუციის. სწორედ ამიტომ გვინდა ვადამდელი ნორმალური არჩევნები“, – განაცხადა ბოკერიამ.