ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქვეყანაში სტუმრიანობას ვერ შეაჩერებ, იანვარში შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება” – ბიძინა კულუმბეგოვი

“შეზღუდვების მოხსნა უდავოდ საფრთხის შემცველია და აქ არ შეიძლება მეორე აზრი არსებობდეს,” – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა “რუსთავი 2”- თან საუბრისას განაცხადა.

როგორც აღნიშნულ ტელეკომპანიასთან საუბრისას ალერგოლოგმა განმარტა, ის იანვარში შემთხვევების ზრდას ვარაუდობს.

„ჩვენს ქვეყანაში, რაც არ უნდა შეზღუდვები შევინარჩუნოთ სტუმრიანობას მაინც ვერ შევაჩერებთ. იანვრის მეორე ნახევარში შემთხვევების რაოდენობის გაზრდა იქნება, 40% არის შიდა ოჯახური გავრცელება. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ თუ ამას საზოგადოებრივი ტრანსპორტი და უკონტროლო რიგები დაემატება ეს ყველაფერი ეპიდემიის კონტროლზე აისახება.”- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 24-დან შეზღუდვები გარკვეულწილად იხსნება, 3-დან 15 იანვრის ჩათვლით კი დასვენების დღეები ცხადდება.

იტვირთბა....