“იანვრის მეორე ნახევარში ვირუსის სერიოზული მატება, დღეში 5000-6000 შემთხვევა დაფიქსირდება.” – ამის შესახებ „2020NEWS“ – თან ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, წინასაახალწლოდ შეზღუდვები თუ მოიხსნება და “შავი პარასკევის” კვირა განმეორდება, მაშინ კატასტროფა მოხდება.
“საქართველოს გაუმართლა კიდეც, რომ პირველად აქ არ ტარდება კოვიდვაქცინაცია და ახალი ვირუსის ახალი ვაქცინა ჯერ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გამოიცდება. თუმცა, უვაქცინობის პერიოდში, შეზღუდვები თუ მოიხსნა და წინასაახალწლოდ „შავი პარასკევის“ კვირა განმეორდა ქვეყანაში, კატასტროფა მოხდება, რადგან იანვრის მეორე ნახევარში ვირუსის სერიოზული მატება, დღეში – 5000-6000 შემთხვევა დაფიქსირდება.” – განაცხადა ალერგოლოგმა.